
უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეპროპეტროვსკის რეგიონის დღევანდელ რუსეთის დაბომბვას – ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა.

ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე კონტროლი უკრაინას.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსული აეროდრომის აფეთქებას ეხმაურება.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია - გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია.

პენტაგონი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, თვითმფრინავებისთვის რადარის საწინააღმდეგო რაკეტები AGM-88 HARM გაუგზავნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ავიადრომზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო ძალების საკის ავიაბაზაზე, სადაც განლაგებულია რუსული Су-24, Су-25, Су-30-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, ძლიერი აფეთქება მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა დაესწროს ინდონეზიაში G20-ის შემოდგომის სამიტს, თუ მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება - ამის შესახებ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.