
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყნიდან გასული პირველი საექსპორტო გემით გატანილი მარცვლეული მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ მოსავლისა, რომლის გაყიდვაც კიევს დანგრეული ეკონომიკური პრობლემებისგან გადაარჩენს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის“ შესახებ პეტიციას უპასუხა.

გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. იერიშის შედეგად ქალაქის ერთ-ერთი სუპერმარკეტი დაიწვა.

აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა.

დატყვევებულმა ოკუპანტმა უკრაინელი ჯარისკაცის წამების ვიდეოს ყურების დროს გონება დაკარგა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზოლკინმა განაცხადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

უკრაინა რუსეთის ფედერაციას სამოქალაქო პირების გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

ძალიან მალე პუტინს მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის - ბორელი
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს მალე მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის. ამის შესახებ განცხადება ჯოზეფ ბორელმა გერმანულ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა.