
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ფრონტის ხაზიდან 250-260 კილომეტრის დაშორებით, სევასტოპოლში მდებარე ბელბეკის აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის და ხანძარია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ.

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის და დაზარალებულები არ არიან.

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერებმა მოდელირებული რუკა შეადგინეს, თუ რომელ ქვეყნებს ემუქრება საფრთხე.

"ჯერ რუსული ჯარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და შემდეგ გადავწყვეტთ" - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქი კოლეგის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას მისი და პუტინის შეხვედრის თაობაზე.

თურქეთის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ. ამის შესახებ განცხადება გენერალ ლეიტენანტმა, იგორ კირილოვმა გააკეთა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა.

რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.