მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ სამმაგ ფასად მიწოდებული დეტალები - პროკურატურა აცხადებს, რომ ამ სქემით ოთხი პირი სახელმწიფოს კუთვნილ 41 მილიონ ლარზე მეტს დაეუფლა.
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად კენტი და ლუწი ნომრების სისტემას ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია, თუმცა საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს მზაობა.
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადად, თბილისის მერიასა და შპს „სმარტ სოლუშენს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც 30 ნოემბერი განისაზღვრა.
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 3.1 მლრდ დოლარი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა.
როგორც დავპირდით მოსახლეობას, ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებული იქნება - დაგეგმილია ასევე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, რომელიც გვინდა მომავალ წელს დავიწყოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი.
დედაქალაქში, იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა, საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box დაიხაზება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კიდევ ერთხელ, რიგით მეექვსედ დააჯარიმა.