
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე სპეციალური საკონსულტაციო საბჭო შექმნა.

ლატვიამ უკრაინას ვერტმფრენები გადასცა. როგორც ლატვიის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლატვიისგან ოთხი საბრძოლო ვერტმფრენი მიიღო. საუბარია მი-2 და მი-17-ის ტიპის შვეულმფრენებზე.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული „ენერგოატომი“ ავრცელებს.

სავიზო შეზღუდვები არის პირველი ნაბიჯი რუსეთში ბუნტისკენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისისი ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს.

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა მისი ატომური ინდუსტრიის ბლოკირება მოახდინოს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სლოვაკეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, მარტინა კოვალკაშიკოვამ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ან ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ელოდება, ან იუმორისტულ შოუებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მებრძოლებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისი თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს.

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანატოლი კურტევსა და ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივან კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.