სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში.
2 ოქტომბრის მდგომარეობით გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 145 800 ტონაა (99%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 500 ტონა (1%).
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ჩინური მარკეტინგულ კომპანიის „Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology Co” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ქალაქ შანხაიში გაიმართა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასკვნით ეტაპზეა 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, უფრო დიდი გაბარიტის საჰაერო ხომალდები მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს და კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, საქართველოს ღვინის სფეროს გავლენიანი ბრიტანული მედიის წარმომადგენლები და ,Swirl Wine Group-ის წევრებისგან შემდგარი 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.
კახეთში ყურძნის მოსავალი 7 000-მდე მევენახემ დააბინავა. ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 100 ათასი ტონა ყურძნიდან – 70 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ყურძნის იმ კატეგორიას ჰქონდა ფასი 30 თეთრი, რომელიც საღვინე არ არის და ამგვარი ყურძენი მთელი გადამუშავებული მოსავლის 0,5%-ია" -ლევან მეხუზლა.
2026 წლის აგვისტოში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.