
რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტის სურვილი აქვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინის ოდესის პორტზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას , - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტის დაბომბვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოსკოვი იპოვის გზებს, რომ შეთანხმება არ განახორციელოს.

პორტებიდან პორდუქტის ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, დღეს დილით რუსეთმა ოდესა დაბომბა. დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტში ხანძარი იყო.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინისთვის 270 მილიონი აშშ დოლარის ახალი დახმარების პაკეტი დამტკიცდა.

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავრცელებს .

ოკუპანტებმა რუსეთში 5 100 უკრაინელი ბავშვი გადაასახლეს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ომის დაწყებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში დასავლეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, რათა ბირთვული ომის უფსკრულის თავიდან აცილება მოხდეს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი ტერიტორია მხოლოდ შეიარაღებული საშუალებით.