
აშშ-ისა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს - ამის შესახებ რეზნიკოვმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს ყირიმის ხიდს, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთის მატერიკთან აკავშირებს.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსები კვლავ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას. ადგილობრივი ადმინისტრაცია ენერგოდარის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ექსცესების რაოდენობა გაიზრდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჯანკოეს რაიონში მომხდარი აფეთქება დივერსიის გამო მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შოიგუმ განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ იმოქმედებს რუსეთის სამხედრო ოპერაციაზე.

კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას და აყალიბებს ახალ სამხედრო ალიანსებს, - შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერნეციისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ბრალად ანაზღაურების სანაცვლოდ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობა ედებათ.