
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თებერვლის შემდეგ პირველად, სატელეფონო საუბარი გამართეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, სადაც უკრაინული მარცვლეულის ხომალდზე დატვირთვის სამუშაოებს გაეცნო.

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის United24-ის ელჩი გახდა "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს, - ამის შესახებ ზელენსკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

შავ ზღვაში უკრაინულმა პორტებმა მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უინსტონ ჩერჩილის სახელობის ჯილდოთი დააჯილდოვა. ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის „ტვიტერის“ გვერდი ავრცელებს.

ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას ინფრასტრუქტურის აღსადგენად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების განსაახლებლად 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება. კვირა, როდესაც 28 ივლისს პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს საღამოს ვიდეომიმართვაში.

რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი იმაზე, რომ აღადგინოს მოლაპარაკებები უკრაინასთან საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე.