უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია - გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია.
პენტაგონი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, თვითმფრინავებისთვის რადარის საწინააღმდეგო რაკეტები AGM-88 HARM გაუგზავნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ავიადრომზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო ძალების საკის ავიაბაზაზე, სადაც განლაგებულია რუსული Су-24, Су-25, Су-30-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, ძლიერი აფეთქება მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა დაესწროს ინდონეზიაში G20-ის შემოდგომის სამიტს, თუ მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება - ამის შესახებ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯარების დისლოკაციის პუნქტებზე დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი, ჩვენ ეს ვიცით, ისღა დაგვრჩენია, ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“, – ამის შესახებ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი გააუქმა. მათ შორის, ვისაც აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხოთ უკრაინელი დეპუტატებიც არიან.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.