
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბასტრიკინთან შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ უკრაინის სადაზვერვო ძალები მიზნად ისახავდნენ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბასტრიკინს შეხვდა და ყირიმის ხიდის აფეთქების დეტალები განიხილა.

ევროკავშირისთვის სულ უფრო რთული ხდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ განაცხადა.

ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს გაწვრთნის. ჯარისკაცების მომზადების ცენტრები გერმანიასა და პოლონეთში იქნება განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმში დღეს “ღრუბლიანობა იყო”, მაგრამ ღრუბლების მიუხედავად, უკრაინელებმა იციან რა არის გასაკეთებელი. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაგანცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ბირთვული შეკავების პოლიტიკა თავდაცვით ხასიათს ატარებს. ამის შესახებ განცხადება ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მართვადი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი - რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო უკრაინულ ყირიმში დაეცა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერში“ წერს, რითაც ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება, - ამის შესახებ დავით არახამია „ტელეგრამში“ წერს, რითაც ის ყირიმის ხიდზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც კურილის კუნძულებს იაპონიის ტერიტორიებად აღიარებს, რომლებიც "რუსეთის მიერაა ოკუპირებული".