
უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსული ძალები უკან დახიოს - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NBC-ს განუცხადა.

უკრაინა თავისას დააბრუნებს აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც. ყველგან ჩვენი დროშა იქნება. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მათი სიტყვებს ფასი არ აქვს.

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროივი კრემლს მოუწოდებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი და არ უყუროს მიღებულ გადაწყვეტილებებს "ამერიკის თვალით".

ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინია, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროივმა განაცხადა.

უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში უკრაინის დროშა აღმართეს. ვიდეოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

Lend-Lease-ის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა. ამის შესახებ უმაღლესი "რადას" ხელმძღვანელმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ „უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანების მოთხოვნა, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას აჩქარებს“.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის კანადელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს ალიანსი ტერიტორიის დასაცავად მზადაა.