
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან არის საერთო სიმტკიცე ვიყოთ მობილიზებული, ჩვენი საერთო ამბიციაა შევამციროთ ფასები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 2 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატო-მ პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს რუსეთზე, თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება.

კარიბის კრიზისის შემდეგ არმაგედონის საფრთხის წინაშე არასდროს ვყოფილვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს და რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილეს (1995-1998წწ), სერგეი ალექსაშენკოს განცხადებით, არც ჩინეთი და არც ინდოეთი არ აპირებენ რუსეთში ინვესტირებას, – ამის შესახებ მან რადიო „მაესტროს“ განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ვეღარ გადარჩება, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ავსტრალიურ Lowy Institute-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო არასოდეს აპატიებს ასეთ ნაბიჯს არც რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთს.

უკრაინის არმიამ ლუგანსკის, ხარკოვის და ხერსონის რეგიონებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ზამთარი რთული იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონის გადასალახად მუშაობენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება სტაბილიზებული იქნება.

უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარაა, ჩვენი კურსი ნატო-ს წევრობაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან საუბარში განაცხადა.