
აშშ ეთანხმება ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში 17 ოქტომბერს კიევზე დრონებით განხორციელებულ იერიშზე ისაუბრა და არნიშნა, რომ „შაჰიდებით“ თავდასხმას კიევში სულ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 ოქტომბრის საღამოს ირანული წარმოების რვა კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ეისკში რუსული „სუ 34“-ის ტიპის ზებგერითი ავიაგამანადგურებელი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

რუსეთმა კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანა, აფეთქებების ხმა კვლავაც ისმის, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა კიევში ცოტა ხნის წინ კვლავაც გაისმა. ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლოებას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

რუსეთმა კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანა, აფეთქებების ხმა კვლავაც ისმის, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა კიევში ცოტა ხნის წინ კვლავაც გაისმა. ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლოებას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ირანი რუსეთს მოკლე მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის. როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა იუწყება, 18 სექტემბერს თეირანმა ოფიციალური პირები გაგზავნა რუსეთში, რათა მოსკოვისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ გარიგება დაასრულონ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება მათ მიერ არ განხორციელებულა.

ბელგოროდის რაიონში, სოფელ რაზუმნოეს მახლობლად, ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ეს მოხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად.