გერმანია უკრაინას 16 Zuzana თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, აღინიშნება, რომ ოქტომბრის დასაწყისში გერმანია შეუთანხმდა სლოვაკეთს, ნორვეგიასა და დანიას Zuzana-2 თვითმავალი ჰაუბიცების წარმოებასა და უკრაინისთვის გადაცემისთვის საერთო დაფინანსებაზე.
ჰაუბიცების გარდა, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას 130 საველე გამათბობელსა და სასწრაფო დახმარების 36 მანქანას გადასცემს. ასე აღინიშნება, რომ უკრაინას უკვე გადაეცა პირველადი დახმარების 100 000 კომპლექტი და მზა სამხედრო რაციონები.