რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნანობს თუ არა რამეს, პუტინი.
მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ სწორი და დროული იყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მეზობელი სახელმწიფოს განადგურების ამოცანა არ დაუსახავს.
ამასთან, კითხვაზე – უნდა ველოდოთ თუ არა უკრაინის ქალაქებზე უფრო მასობრივ დარტყმებს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: „ახლა არ არის საჭირო მასიური დარტყმები, ყოველ შემთხვევაში ახლა სხვა ამოცანებია“.