
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინაში, პირველ რიგში, საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვეს, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე.

მოხარული ვარ, რომ ივნისში ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერებები დიდი ალბათობით, ზღვით შეიტანეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, რუსული მედიის ცნობით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ G20-ის სამიტში მისი პირადი მონაწილეობის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ იბრუნებენ იმას, რაც მათია და ვერვაინ, ვერაფერი შეაჩერებთ.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ნათქვამია ყოველდღიურ საინფორმაციო მიმოხილვაში, რომელსაც უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გერმანია უკრაინას 16 Zuzana თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსი სამხედრო მეთაურები მობილიზებულ მოქალაქეებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ, თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს უკრაინელ სამხედროებზე, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტემბერგის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.