
პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ს ამ დრომდე ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს გერმანია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა და სხვა ქვეყნები, თუმცა ამავე დროს, ის ცინიკურად უწოდებს მათ თანაბარუფლებიან მოკავშირეებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბორის ჯონსონი Twitter-ზე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გაფორმებას ეხმაურება და წერს, რომ მსოფლიომ არასოდეს უნდა მიიღოს პუტინის მოჩვენებითი რეფერენდუმი ან უკრაინის კოლონიზაციის სასტიკი და უკანონო მცდელობა.

აშშ–ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მიერ ანექსიის შესახებ ყალბი განცხადებების საპასუხოდ, აშშ თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ახალ სანქციებს აწესებს.

ევროკავშირი გმობს უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას, ისევე, როგორც არ აღიარა ყირიმის ანექსია 2014 წელს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ვიდეომიმართავში განაცხადა.

აშშ გააგრძელებს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავის ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად, მისი პოზიციების სამხედრო და დიპლომატიური გზით გაძლიერებით. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭრა და კიდევ ერთხელ დააკისრა ომის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს.

ნატოს გენერალური მდივანი პასუხობს შეკითხვას, უკრაინის მხრიდან, ნატოს წევრობის განაცხადის დაჩქარებული წესით შეტანასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება.

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან - ასე პასუხობს პრეზიდენტი ზელენსკი პუტინს, რომელმაც დღეს კრემლიდან უკრაინას "ომის შეწყვეტისკენ" და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს. განცხადება ზელენსკიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა: