
აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნოს, რუსეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას ზრდის, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ სუსტდება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის წინააღმდეგ ახლა ფაქტობრივად ნატო ომობს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

ირანი რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის ფაქტს უარყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ევროკავშირმა უკრაინისთვის ხუთი მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ "უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში" მის სამ შვილს გზავნის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, „ბლუმბერგი“ (Bloomberg) საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როდესაც უკრაინის დროშა ბრუნდება ტერიტორიაზე, არავის ახსოვს ანექსიების ფარსი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.