რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, რუსული მედიის ცნობით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ G20-ის სამიტში მისი პირადი მონაწილეობის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ასეთი საუბრის პლატფორმა ჯერ არ არსებობს.
"G20-ის არცერთ ლიდერთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ ჯერ არ არის საუბარი, მაგრამ მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ზოგიერთ მათგანთან," – განაცხადა მან.