ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტემბერგის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სტოლტენბერგმა არ დაასახელა, თუ რა ზომებს მიმართვას ნატო თუ რუსეთი ალიანსის გაფრთხილებას უგულებელყოფს.
„ამას მოჰყვება მძიმე შედეგი, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ შეიარაღებას, ნებისმიერი სახის ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც რუსეთმა ძალიან კარგად იცის. ნატო-ს მოკავშირეებმა ეს რუსეთს სხვადასხვა გზით აცნობეს და ჩვენ დავასახელებთ დეტალებს თუ კონკრეტულად როგორ ვუპასუხებთ. მაგრამ ცხადია, ეს ფუნდამენტურად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხაზის გადაკვეთა, თუნდაც მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის შემთხვევაშიც კი, ეს ძალიან სერიოზული იქნება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის უკრაინაში ომის ბუნებას. და ცხადია, ამას ექნება შედეგები და რუსეთმა იცის, რომ ამას მოჰყვება შედეგები“, – განაცხდა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო ფხიზლადაა და განაგრძობს რუსეთის ბირთვული ძალების მონიტორინგს. მათ შორის ალიანსი ყურადღებით დააკვირდება რუსეთში დაგეგმილ ბირთვულ სამხედრო სწავლებასაც. სტოლტენბერგმა ასევე განმარტა გარემობები, რა შემთხვევაშიც ნატო-ს შეიძლება, მოუწიოს ბირთვული იარაღის გამოყენება, ძალიან ნაკლებ სავარაუდოა.
„რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიში და უგუნურია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.