უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ იბრუნებენ იმას, რაც მათია და ვერვაინ, ვერაფერი შეაჩერებთ. მისი თქმით, უკრაინელებმა გაუძლეს ძლიერ დარტყმას 2022 წლის ზამთარში და დამარხეს მითი რუსული არმიის დაუმარცხებლობის შესახებ.
"სასტიკ ბრძოლებში, რუსული ჭურვების ფოლადის წვიმის ქვეშ, ჩვენ ჩვენი მიწის ყველა ნაწილს ვიკავებდით. მათ შეაჩერეს მტრის შემოსევა და დამარხეს მითი რუსული ჯარის უძლეველობის შესახებ.
ახლა კი ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას. ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს", - თქვა მან.
მისი თქმით, იყო უკრინელი, ნიშნავს გქონდეს გამბედაობა, იბრძოლო თავისუფლებისთვის.
ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს მთელი მსოფლიო ენთუზიაზმით და იმედით უყურებს.