
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში ოკუპანტი რუსეთის კრეისერი "მოსკოვი" იწვის.

რა ტიპის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს ამერიკა უკრაინას? – პენტაგონის პრესმდივნის განცხადება
პენტაგონის პრესმდივნის ჯონ ქირბის განცხადებით, ამერიკა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო კიევზე შეტევით ოფიციალურად იმუქრება. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაკეთდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

დაზვერვის ინფორმაციით, მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმია, რომლებიც ქუჩებს ასუფთავებენ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან.

რუსეთის ფედერაცია უკრაინის ოკუპაციის იმედს არ კარგავს და მარიუპოლში 9 მაისს "გამარჯვების კარნავალის" გამართვას აპირებს. ამის შესახებ Pravda მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
რხდეს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მარიუპოლში უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფები, „რთული და ძალიან სარისკო მანევრის” შედეგად „აზოვის“ ბატალიონს შეურთდნენ. ამის შესახებ არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას სოციალურ გამოეხმაურა და დაწერა, რომ მოვლენებისთვის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია ბოროტების დასაძლევად.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 750 მილიონით დაეხმარება, საუბარია სამხედრო დახმარებაზე. სააგენტო ინფორმაციას ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ომი, ბაგირზე სიარულის მსგავსია: თუ იმაზე დაიწყებ ფიქრს, თუ როგორ გააკეთებ ამას, დროსა და წონასწორობას კარგავ, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, CNN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს'