აშშ-ის მიერ გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის პაკეტის ფარგლებში, უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი თეთრის სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
დახმარების ფარგლებში, შეერთებული შტატები პირველად დათანხმდა კიევისთვის მძლავრი იარაღის, მათ შორის MI-17 ტიპის 11 ვერტმფრენის, 155 მილიმეტრიანი 18 ერთეული ჰაუბიცის და 300 ერთეული Switchblade, იგივე "თვითმკვლელი" დრონის მიწოდებას.
შეგახსენებთ, 13 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ვაშინგტონი დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფდა, მათ შორის ჯავშანტექნიკას და ვერტმფრენებს.