ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დამატებით 50 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება "დააკმაყოფილებს ყველაზე მწვავე ჰუმანიტარულ საჭიროებებს" - გადაუდებელი სამედიცინო სერვისებზე წვდომის, უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის, თავშესაფრის, დაცვის, ფულადი დახმარებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დაცვის უზრუნველყოფით.
"მილიონობით გადაადგილებული ადამიანით, ან ომის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობით, უკრაინის საჭიროება უკვე მასიურია. ახლა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მიერ სასტიკი თავდასხმების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის უკრაინაში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრები დაეხმარება ადამიანებს ძნელად მისაღწევ რეგიონებში, რომლებსაც არ აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე და მათ, ვინც იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა. უკრაინა, ჩვენ თქვენთან ვართ," - განაცხადა ევროკომისარმა კრიზიმენეჯმენტში იანეზ ლენარჩიჩმა.
ჯამში ევროკავშირმა ომის გამოწვევების საპასუხოდ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის 143 მილიონი ევრო გამოყო.