
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 43-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ოკუპანტები ცდილობენ თავიანი მსხვერპლი უკრაინელ ჯარისკაცებს დააბრალონ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტს სიტყვით მიმართა და დახმარებისთვის და დაწესებული სანქციებისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიესთან ახლოს, ოთხშაბათს ღამით, სამი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა ანატოლი კურტევმა „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, იმ 9 მიმართულებაზე უკრაინაში, სადაც რუსეთის ჯარები დაწინაურებული იყვნენ, ოკუპანტი მხოლოდ დონეცკში, ლუგანსკსა და სანახევროდ მარიუპოლში რჩება.

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. ალიანსის შტაბ-ბინაში უკვე მივიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უკრაინის ოფისის დირექტორი პასკალ ჰუნდტის განცხადებით, მათი გუნდი მარიუპოლამდე 5 დღის განმავლობაში ცდილობდა მიღწევას, თუმცა ქალაქამდე ვერ მიაღწიეს და ბერდიანსკში დაბრუნდნენ.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე.

ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკის თაობაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ჰაბერთურქთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსები ვერასდროს გაამართლებენ თავიანთ ქმედებებს, ისინი წვავენ ადამიანებს იმიტომ რომ ეშინიათ.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყფოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა.