უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ არის საჭირო რუსეთის ლოდინი, თუ როდის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მსოფლიო ამისთვის ახლა უნდა მოემზადოს.
ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი.
”ესა თუ ის ქვეყანა აცხადებს: თუ იქნება გამოყენებული [ბირთვული იარაღი], მაშინ ჩვენ რაღაცას მოვიმოქმედებთ. ვფიქრობ, რომ ეს დიდი პროვოკაციაა. არ არის საჭირო რუსეთის ლოდინი, თუ როდის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - მსოფლიო ამისთვის ახლა უნდა მოემზადოს. მოემზადეთ სხვადასხვა გზებით, არა მხოლოდ ანტიდოტებით ან თავშესაფრებით. თქვენ მათ [რუსებს] უნდა ესაუბროთ და ზეწოლა განახორციელოთ ისე, რომ არც კი იფიქრონ ამაზე. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი იარაღი, ამაში დარწმუნებული ვარ და მათი ნდობა არ შეიძლება... ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.