
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რათა ლიდერებს, დონბასის რეგიონში რუსეთის უკანასკნელი შეტევისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ განეხილათ, - ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ეს საარტილერიო კონფლიქტი გახდება, მათ მეტი არტილერიით სჭირდებათ მხარდაჭერა, ეს არის ის, რასაც მრავალ სხვა მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ უკრაინას მივცემთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე, სადაც ასობით მოქალაქე აფარებს თავს, ოკუპანტებმა შტურმი დაიწყეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "ინდია თუდეისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ჯარი მოქმედებს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოსახლეობის.

"რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის ახალ ფაზას იწყებს", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეარხ India Today-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

კიევში და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ლადო გამსახურდიამ განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო და რუსული არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ შეტევისკენაა მიმართული.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინაში ომის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ავრცელებს.

36-ე ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და მარიუპოლის გადაუდებელი დახმარებისკენ მოუწოდებს:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს.