უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში მცხოვრები მოხუცი კადიროველებს მოწამლულ ყველს აჭმევდა. ვიდეო სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.
"კიდევ ერთი ეროვნული გმირი" - ამ წარწერით ავრცელებს ვიდეოს პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი.
"მე თავად მოვიფიქრე, გავურიე "ბრინზაში" თაგვის წამალი და ვაჭამე ჩეჩენ კადიროველებს" – ამბობს მოხუცი.
მისივე თქმით, მან არ იცის რამდენ ხანში, ან როგორ იმოქმედებდა საწამლავი, თუმცა მან რისი მოფიქრებაც შეძლო გააკეთა.