
მარიუპოლის თავდაცვა გრძელდება - "აზოვის" პოლკი საკუთარ ტელეგრამარხზე ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ რომ მოწინააღმდეგის სიძლიერის მიუხედავად, კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას საარსებო საკვების სანაცვლოდ ოკუპანტები საერთო სასაფლაოებზე ამუშავებენ.

უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში მცხოვრები მოხუცი კადიროველებს მოწამლულ ყველი აჭმევდა. ვიდეო სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი დასავლეთთან არსებულ წინააღმდეგობას დაძლევს. ამის შესახებ მან „როსია 1“-ის ეთერში განაცხადა.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მინდა, ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დამატებით 50 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს.

აშშ-ის მიერ გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის პაკეტის ფარგლებში, უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი თეთრის სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

იყავი ჭკვიანი - წადი სახლში - უკრაინის თავდაცვის მინისტრი "ტვიტერზე" ანიმაციას აქვეყნებს, რომელიც რუსული კრეისერის ჩაძირვას უკავშირდება და რუს ოკუპანტებს მიმართავს: