
დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახმედ ზაკაევი ამბობს, რომ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებით მესამე მსოფლიო ომის დაწყება განიზრახა და ამას "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.

"რაც უფრო გაგრძელდება უკრაინაში ომი, მით უფრო შესაძლებელი გახდება რუსეთის იმპერიის დემონტაჟი" - ამის შესახებ რადიო მაესტროს ექსკლუზიურ ინტერვიუში დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახმედ ზაკაევმა განუცხადა.

ვროკავშირმა უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩო ხელახლა გახსნა,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ქალაქში ბომბებს პარაშუტებით ყრიან, - ინფორმაციასუკრაინული მედია ავრცელებს.

გლობალური ღონისძიებისა და კამპანიის „დადექი უკრაინისთვის” ფარგლებში, წამოწყებიდან დღემდე 10 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ჯოზეფ ბორელმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოდის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ამ ლომის ღრიალი აჩვენა მსოფლიოს.

ლონდონი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.