უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში პრეზიდენტმა უპასუხა – „ვფიქრობ, ის ჩამოვა“.
„ასევე, ეს დამოკიდებულია უსაფრთხოების საკითხზეც, მაგრამ ის არის აშშ-ის ლიდერი, ამიტომაც აქ უნდა მოვიდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
CNN-ის ცნობით, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში ჩასვლის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ჯერ კიდევ "აგრძელებენ დისკუსიას" იმის შესახებ, ეწვევჲან თუ არა ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას.