
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მიშელი „ტვიტერზე“ აქვეყნებს.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების 10 თავდასხმა მოიგერიეს.

ზაპოროჟიეში მოპარული ტრაქტორი კადიროვის ფერმაში აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ოპერატიულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლები ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი, 300 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას დაჰპირდა ყველა მოხალისეს, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად მიდის, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება.

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლები ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი, 300 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას დაჰპირდა ყველა მოხალისეს, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად მიდის, - ამის შესახებ გამოცემა "სააგენტოზე" დაყრდნობით რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 55-ე დღის შემაჯამებელ ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს,რომ ამ ომით რუსული არმია ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება როგორც ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია მსოფლიოში:

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, მარიუპოლის ქალაქში არსებულ „აზოვსტალის" ქარხანაში შეფარებული ბავშვებისთვის, ე.წ. მწვანე დერეფნები მოაწყონ.