გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP) ხელმძღვანელის დევიდ ბიზლის განცხადებით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, ხალხი "შიმშილობს".
ბიზლის თქმით, გაერო ცდილობს უკრაინის ომით განადგურებულ რაიონებში საკვების მიტანას, მაგრამ პრობლემას ართულებს ბლოკადა.
გაეროს მონაცემებით, მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე განიცდის საკვების, წყლისა და გათბობის ნაკლებობას. ოკუპანტებმა, რომლებიც აკონტროლებდნენ ქალაქში შესვლას, არ უშვებდნენ გაეროს WFP-ის წარმომადგენლებს, თქვა ბიზლიმ.