მოგვცეს ეს ულტიმატუმები და კაპიტულაციის ხელშეკრულება, რომელიც მე შენახული მაქვს ჩვენი გამარჯვების ისტორიის მუზეუმისთვის
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი ბელგოროდში მომხდარი აფეთქების შესახებ ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.
უკრაინულმა არმიამ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების 30-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ბუჩა და ჰოსტომელი გაათავისუფლა. შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა პოზიციები თითქმის უბრძოლველად დათმეს. დატოვეს სამხედრო ტექნიკა, არ წაიყვანეს არც დაშავებული რუსები.
გუბერნატორი რუსეთის ქალაქ ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს- ხანძარი ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე გვიან ღამით გაჩნდა. იწვის ნავთობის 8 საცავი, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა კი დროებით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლებიდან.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში 28 დასახლება გაათავისუფლეს, - ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს.
პოლონეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, დონბასის მოასხლეობის დაცვის სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია და ახლა, შესაძლებელია, რუსეთის შეიარაღებული ძალების ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების გათავისუფლებაზე ფოკუსირება, ინფორმაციას ტასს.რუ ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ კრემლის პოზიციები შერბილებულია, მოლაპარაკებათა ჯგუფი ძალიან რთულ საქმეს ასრულებს, მაგრამ კარგად.
უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 245 ბავშვზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ჯავშანტექნიკას გაუგზავნის. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა გაასაჯაროვა, მისივე თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს მიმართა.