ყირიმის ხიდზე უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას რუსეთმა ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
"რუსეთის პასუხი ამ დანაშაულზე შეიძლება იყოს მხოლოდ ტერორისტების პირდაპირი განადგურება, ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები", - აღნიშნა მედვედევმა.
მის თქმით, ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტი და დივერსია იყო.
"ეს იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც ჩადენილი იყო კრიმინალური კიევის რეჟიმის მიერ. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არასდროს ყოფილა", - აღნიშნა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ აფეთქება ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ მთავარ ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო.