
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რუსეთში მობილიზაცია არის ღია მცდელობა მისცენ ადგილზე წარმოდგენილ მეთაურებს საზარბაზნე ხორცის მუდმივი ნაკადი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიოდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქის თავზე სამი ირანული „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

უკრაინაში დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება , - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების გამართვისთვის რუსეთს სანქციები დაუწესა. კერძოდ, „შავ სიაში“ მოხვდა 92 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ოთხი მილიარდერი.

რუსებს ზემო ლარსზე, საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება, საზღვარზე ხალხის სიმრავლემ გამოიწვია. აქამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მანქანით ან ველოსიპედით შეიძლებოდა.

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, ბაზა, შტაბი და სამეთაურო პუნქტი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ უკრაინის გვერდით და არ უნდა მოუსმინონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარას. ამის შესახებ ტრასმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.